ნიკა მელია, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება, მიხეილ სააკაშვილთან ერთად – მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 13:12 | 25.06.2019
ნანახია: 955

პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიცია მოითხოვდა, დღის წესრიგში შეეტანათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების განხილვა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი.

„ხმას დაუწიეთ, ნუ კივიხართ! არ მოგწონთ, ხომ, ეს ამბავი, რაც გააკეთეთ, როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით და როგორ გინდათ დესტრუქცია, როგორ გინდათ გადატრიალებები ამ ქვეყნაში, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას.

„ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმ დესტრუქციისა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს. სხვა მიზანი ამ ადამიანებს არ აქვთ და ძალიან გთხოვთ, ვიდრე ფრთიან ფრაზებს ისვრით, პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე, რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც მოყვა ის საშინელება, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ხმას დაუწიეთ, ნუ კივიხართ! არ მოგწონთ, ხომ, ეს ამბავი, რაც გააკეთეთ, როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით და როგორ გინდათ დესტრუქცია; როგორ გინდათ გადატრიალებები ამ ქვეყნაში. ეს გინდათ, მეტი მიზანი არ გაქვთ. ნიკა მელია, შენ დაჯექი, შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება, მიხეილ სააკაშვილთან ერთად“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას.

სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დატოვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე