ყაზბეგში მოსახლეობამ ფესტივალ “Mountain Set: Kazbegi”-ის ტერიტორია დაარბია

საქართველო, თბილისი - 12:04 | 25.06.2019
ნანახია: 916

ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ ფესტივალ “Mountain Set: Kazbegi”-ის ტერიტორია დაარბია. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია ღონისძიების რამდენიმე ორგანიზატორი.

ფესტივალის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ და აღნიშავენ, რომ ზარალის მოიუხედავად, ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ღონისძიება არ ჩაიშალოს.

„ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით...

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. 
ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა რომ ზარალი ძალიან დიდია ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. 
ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია..
ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ფესტივალის ახალ ლოკაციის შესახებ ინფორმაცია დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე