ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება დაუბრუნა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 25.06.2019
ნანახია: 621

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაცია ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის მიიწვია.

შესაბამისი რეზოლუცია ასამბლეამ ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.

პარლამენტარებმა რეგლამენტში ცვლილება შეიტანეს, რომელიც რუსეთს შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციაში დაბრუნდეს.

 „წევრების ხმის მიცემის, ასამბლეაში გამოსვლისა და წარმომადგენელბის ყოლი უფლება მის ორგანოებში არ შეჩერდება და არ ანულირდება“, - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

აღნიშნულია, რომ ძირითადი უფლებები არ ექვმედებარება არანაირ სანქციებს. თუმცა ნარჩუნდება დელეგაციის უფლებამოსილების დავის შესაძლებლობა.

ცვლილებას მხარი 190-დან 118-მა დეპუტატმა დაუჭირა, 62-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 10-მა კი თავი შეიკავა.

საქართველოს, უკრაინისა და ბრიტანეთის დელეგაციებმა რეზოლუციაში 222 შესწორება შეიტანეს, თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხოლოდ ერთი მიიღო.

რუსეთის დელეგაცია უკვე სტრასბურგში იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე