აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო სექტორის წარმომადგენელთა გადამზადება გრძელდება
საქართველო, თბილისი - 18:00 | 17.12.2015 ნანახია: 1438აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების მეორე ეტაპი დაიწყო. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ტრენინგის ფარგლებში იგეგმება 145 ადამიანის გადამზადება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სტანდარტები, სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირება, მარკეტინგი და გაყიდვები, ასევე კვების ობიექტების მართვის თანამედროვე პრინციპები და სურსათის უვნებლობა.
ტრენინგს ძირითადად კვებისა და განთავსების ობიექტების მენეჯერები, მიმტანები, დამლაგებლები, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლები და ტუროპერატორები ესწრებიან. ტრენინგის მიზანი რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლება და გაუმჯობესებაა. ტრენინგი სასტუმრო „ჰილტონში“ 13 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემებერს დასრულდება. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას აქტიურად ეწევა. მიმდინარე წლის დასაწყისში დეპარტამენტმა უკვე გადაამზადა ტურიზმის დარგში დასაქმებული 155 ადამიანი. წლის ბოლოს, კი ეს რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.
„როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ტურიზმის სფეროში არსებობს პრობლემები მარკეტინგსა და გაყიდვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ონლაინ გაყიდვებს ვგულისხმობ. ჩვენი ტრენინგების თემატიკაც ამ კვლევებზე დაყრდნობით მომზადდა. ჩვენ გვსურს გადავამზადოთ ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული კადრები, რათა ტურიზმის ინდუსტრია მზად იყოს, როგორც ზაფხულის ასევე ზამთრის სეზონისთვის. 2016 წლიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იწყებს ტრენინგების ახალ პროგრამას, რომელსაც ჩვენი გერმანელი ექსპერტი ჰანს ულიხ ტროსიენი უხელმძღვანელებს. პროგრამა ბენეფიციარებისთვის ყოველკვირეული სემინარ-ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს. ჩვენ გადმოგვეცა ტექნიკური აღჭურვილობაც, რომლითაც მოვახდენთ როგორც ტრენინგების, ასევე საჯარო ლექციების ვიდეო ჩაწერასაც მათი შემდგომი გავრცელების მიზნით. მსგავსი სემინარ-ტრენინგები საბოლოო ჯამში დადებით შედეგს გამოიღებს ტურიზმის სერვისების გაუმჯობესების და დარგში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით“, აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა