რუსი კალათბურთელები ბათუმის ტურნირში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

საქართველო, თბილისი - 17:14 | 24.06.2019
ნანახია: 1147

საერთაშოროსო ტურნირში "ბლექ სი ქაფ" რუსეთის გუნდი "ლეგიონი" მონაწილეობას არ მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აჭარის ტელევიზიას დაუდასტურა.

გოდერძი კორძაიას ამბობს, რომ შეჯიბრების დაწყებამდე ორი დღით ადრე, რუსეთის გუნდმა "ლეგიონმა" ფედერაციას ოფიციალური წერილი გამოუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა რატომ განმარტებული არ არის.

რუსეთის გუნდი - "ლეგიონი“ ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ჩაანაცვლა. საერთაშორისო ტურნირს "ბლექ სი ქაფ" ბათუმი პირველად მასპინძლობს.

შეჯიბრება ხვალ, 18 საათზე, საქართველო ბელარუსის გუნდების დაპირისპირებით დაიწყება.

ტურნირი ორ ,1 5 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება. მასში 4 ქვეყნის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ისრაელის, ლიტვის, ბელარუსისა და საქართველოს. შეჯიბრება 5 დღეს გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე