დიანა ღურწკაია საქართველოს სახელით რუსეთს ბოდიშს უხდის

საქართველო, თბილისი - 14:55 | 24.06.2019
ნანახია: 3483

რუსეთში მოღვაწე ქრთული წარმოშობის მომღერალი დიანა ღურწკაია რუსეთს თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს სახელით ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსების მიმართ მეგობრულად და თბილად არის განწყობილი. იუწყება სააგენტო „ტასი“.

 „მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამა მოვინახულე. მინდა აღვნიშნო, რომ დემონსტრანტებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შორის კოლოსალური განსხვავებაა“, - აღნიშნა ღურწკაიამ.

მისი თქმით, სტუმართმოყვარეობა ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი ღირსებაა და სტუმრის მიმართ უპატივცემულობა სამარცხვინოა.

„ქუჩაში ერთ-ერთი გამვლელი მომიახლოვდა, რომელიც უნივერსიტეტის პედაგოგი აღმოჩნდა და მითხრა, რომ თუ ხელისუფლებას არ ყოფნის გაგება დ ტაქტი, ის თავი სახელით იხდის ბოდიშს. და მე, როგორც ქართველი, ვუერთდები მის სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი მართლმადიდებელ ძმებსა და დებს, ვისი ღონისძიებაც ჩაიშალა“,- განაცხადა ღურწკაიამ.

მისი თქმით, რუსეთში ყოველთვის იცავდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებს, აძლევდნენ ყველა კეთილი ნების ადამიანებს საშუალებას ეჩვენებინათ ნიჭი და შესაძლებლობები. „ჩემს ვაჟს შერეული სისხლი აქვს, მასში გაერთიანდა ორი მართლმადიდებელი ძმური ხალხი, რომლებმაც გამოსცადეს უამრავი ტანჯვა თავიანთი სარწმუნოებისთვის. ვიცი, რომ ამ ხალხებს ვერანაირი პოლიტიკა ვერ დააშორებს, - აღნიშნა ღურწკაიამ.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე