საქართველოში რუსოფობიური ისტერია მეფობს - დიმიტრი პესკოვი

საქართველო, თბილისი - 14:01 | 24.06.2019
ნანახია: 665

კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოში რუსოფობიური ისტერია მეფობს, რომელიც რადიკალური ელმენტების მიერ ხელოვნურად არის შექმნილი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 „მთლიანობაში, სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში რუსოფობიური ისტერია მეფობს, ის შიგნიდან ხელოვნურად ძლიერდება რადიკალური ელემენტების მიერ. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ სინანულის გამოთქმა შეგვიძლია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე