უკრაინელებს არ შეუძლიათ შეცვალონ რუსი ტურისტები საქართველოში - ალექსეი პუშკოვი

საქართველო, თბილისი - 11:22 | 24.06.2019
ნანახია: 814

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც მან  უკრაინელებს მოუწოდა საქართველოში რუსების ნაცვლად დაისვენონ.

„სააკაშვილს იმედი უნდა გავუცრუო: უკრაინელებს არ შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი ტურისტები საქართველოში. ამაზე თავად სააკაშვილის თაყვანისმცემლებმა იზურენეს - მაიდანის ლიდერები - უკრაინაში ბევრს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს საქართველოში დასვენების. ჩვენი ტურისტები კი საქართველოში 2018 წელს 1,4 მლნ იყო“, - დაწერა პუშკოვმა მიკრობლოგ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა საქართველოში რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვის შესახებ კომნეტირებისას უკრაინელებს მიმართა და მოუწოდა შვებულება საქართველოში გაატარონ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე