იმღერე იქ, სადაც სიყვარულია და იქ , სადაც გულით გელიან - თეონა კონტრიძე ნინო ქათამაძეს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 24.06.2019
ნანახია: 902

მომღერალი თეონა კონტრიძე insgatram-ის პირად გვერდზე ნინო ქათამაძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. კონტრიძე ქათამაძეს მოუწოდებს, რომ არ იდარდო არაფერზე.

"მე ვიცი, რომ შენნაირად რეალურად ძალიან ცოტას უყვარს სამშობლო. შენ ჩვენი ერის თვითნაბადი მარგალიტი ხარ, შენ სიყვარულის ელჩი ხარ და შენ ჩემი პირადი გმირი ხარ. იმღერე იქ, სადაც სიყვარულია და იქ , სადაც გულით გელიან! მხოლოდ მე ვიცი რამდენს იტევს შენი ბუმბერაზი გული. რამდენი ქველმოქმედება და გაცემაა შენს სულში. არ იდარდო არაფერზე. მე შენთან ვარ სულ სულ, ჩემო დაო ნინო!", წერს თეონა კონტრიძე insgatram-ის პირად გვერდზე ნინო ქათამაძესთან ერთად გადაღებული ფოტოს ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ ნინო ქათამაძემ რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. კონცერტი 22 ივნისს გაიმართა, მაშინ როდესაც თბილისში ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია იმართებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე