საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ჟან-კლოდ ფრეკონს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:43 | 17.12.2015
ნანახია: 1448

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ჟან-კლოდ ფრეკონს შეხვდა.

შეხვედრაზე დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონული მმართველობის თემები განიხილეს.

მხარეებმა „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისათვის საქართველოში" გზამკვლევის შესახებ ისაუბრეს, რომელიც პოსტმონიტორინგის რეჟიმში საქართველოსთან ურთიერთობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

ჟან-კლოდ ფრეკონის განცხადებით, საქართველოს თანამშრომლობა ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან წარმატებულია, რასაც  მონიტორინგის პროცესის დასრულება დაპოსტმონიტორინგის რეჟიმში გადასვლაც მოწმობს.

საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე