სერგეი გავრილოვი, შესაძლოა, მღვდელი გახდეს

საქართველო, თბილისი - 18:41 | 21.06.2019
ნანახია: 852

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც თბილისში მართლამდიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე 26-ე სესიაზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა და რომელმაც საქართველო საზოგადეობის პროტესტის შემდეგ დატოვა, არ გამორიცხა, რომ მღვდელი გახდება. ამის შესახებ მან რუსულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, ასამბლეის მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების დამყარება „სოლიდარობის, სიყვარულისა და ლოცვის“ საფუძველზე.

 „მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ეს სერიოზული შინაგანი არჩევანია, ჩემი ბაბუა დაკრძალულია საქართველოში, მინდოდა მისი საფლავის მონახულება. მე ვამთავრებ სემინარიას და შესაძლოა, გავხდე მღვდელი, მე მომიწევს მსგავსი ადამიანების აღსარების ჩაბარება. მზად უნდა ვიყო ეს ცოდვები ვაპატიო ადამიანებს, მაგრამ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ცოდვის პატიება, არ შეიძლება იმ თავდასხმების, მუქარის, ფურთხის პატიება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი რამის პატიება შეუძლებელია“, - განაცხადა გავრილოვმა ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსული მხარე არ მოითხოვს სისხლს, ის მოითხოვს სამართლიან სასჯელს.

გავრილოვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად არ მიაჩნია. „ამ სიტუაციაში შეგვიძლია მხოლოდ ვურჩიოთ ტურისტებს არ ჩავიდნენ საქართველოში, რადგან თუ კი ბრბო მზად არის შტურმი მიიტანოს პარალამნტზე, ასევ მზად იქნება თავს დაესხავ დაცულ და თანამედროვე სასტუმროებს“, - განაცხადა გავრილოვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე