ირაკლი კობახიძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის

საქართველო, თბილისი - 15:46 | 21.06.2019
ნანახია: 807

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეცვლის. როგორც "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და უმრავლესობა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მხარს არჩილ თალაკვაძეს დაუჭერს.

რეგლამენტის შესაბამისად, არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნდობა დეპუტატებმა უნდა გამოუცხადონ, მას ამ თანამდებობის დაკავებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს. მანამდე კი უფლებამოსილებას პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე