რუსეთის ხელისუფლება რუს ტურისტებს ურჩევს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

საქართველო, თბილისი - 12:20 | 21.06.2019
ნანახია: 785

რუსმა ტურისტებმა საქართველოში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ, ვიდრე იქ სიტუაცია არ დასტაბილურდება, - ამის შესახებ  საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა.

 „რუსი ტურისტების ადგილზე, თავს შევიკავებდი თბილისში ჩასვლისგან, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაუროდ ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა. რატომ უნდა გარისკონ? დაველოდოთ როდის დაარეგულირებს ვითარებას საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა ჯაბაროვმა.

 „არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში თბილისში დაძაბულობა იქნება“, - აღნიშნა მან.

ჯაბაროვის თქმით, სასურველია, რომ საქართველო ხელისუფლებამ სიტუაცია ჯეროვნად შეაფასოს. „ვისურვებდით, რომ მოვისმინოთ შეფასება ამ ისტორიის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კონფერენციის ჩაშლამ აჩვენა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს. „
თუმცა ყოველთვის ვიცოდით, რომ ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია“, - განაცხადა ჯაბაროვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე