არ შეიძლება, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას - "ტაბურეტკის" წახალისებას - დავით ბერძენიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:37 | 14.06.2019
ნანახია: 1021

ასეთ დროს არ შეიძლება, რომ ადამიანის უფლებების პრიორიტეტი ვისაც გვაქვს დეკლარირებული ქართულ პოლიტიკაში, ვინც თავს პროდასავლურ ძალად მივიჩნევთ, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას- "ტაბურეტკის" წახალისებას. ეს მისი პოლიტიკაა- ანტიდასავლური პოლიტიკა - რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი საპატრიაქროს განცხადებას „თბილისი პრაიდის“ მარში ჩტარების შეახებ „ფეიბუქის“ გვწრდზე ეხმიანება.

„საპატრიარქოს მორიგი " ტაბურეტკა" განცხადება აღმაშფოთებელია. ემუქრება ყველას შინ და გარეთ, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს...ფაქტიურად ეს ანტიდასავლური მორიგი გამოხტომაა, ტესტს გვიტარებენ დემოკრატიულ კუნძულებს ქვეყანაში. გახარიას უწყებაა პასუხისმგებელი პრაიდის უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა. ამასთანავე, მთელ ხელისუფლებასაც უტარებს ტესტს ილია მეორე და მისი ანტიდასავლური გარემოცვა- პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელმა ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ ლგბტქ თემის მიმართ, მოწოდებამ, რომ წინ უნდა აღუდგნენ სხვა ქვეყნებში მათ ჩაგვრას, შეაშფოთა საპატრიარქო და მყისიერად უპასუხა დასავლეთს( საელჩოებს მიმართა), ჩვენთან არ გაგივათო. 

ასეთ დროს არ შეიძლება, რომ ადამიანის უფლებების პრიორიტეტი ვისაც გვაქვს დეკლარირებული ქართულ პოლიტიკაში, ვინც თავს პროდასავლურ ძალად მივიჩნევთ, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას- "ტაბურეტკის" წახალისებას. ეს მისი პოლიტიკაა- ანტიდასავლური პოლიტიკა. ქართველი ერის სახელით მანამ ილაპარაკებს საპატრიარქოს რენეგატი, რეტროგრადი უმრავლესობა, სანამ ქართული პოლიტიკა ამის საშუალებას მისცემს. არასამთავრობო სექტორი, მედია, პროდასავლური პარტიები- ესაა დემოკრატიული ინსტიტუციები და ყველას მოგვეთხოვება, არ ჩავდგეთ სირაქლემას პოზაში. ასე ვფიქრობდი ათეული წლების წინაც და ახლაც ასე ვფიქრობ” - წერს ბერძენიშვილი.

18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილ ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება დღეს გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა არ დაუშვას თბილისში გეი პრაიდის ჩატარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე