მიხეილ სააკაშვილი კიევის სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე დადგა | ფოტო

საქართველო, თბილისი - 12:58 | 14.06.2019
ნანახია: 1315

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე დადგა და მზად არის უკრაინა იარაღით ხელში დაიცვას.

„გავიარე სამედიცინო კომისია და და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინსკის სამედრო კომისარიატში. ჯანმრთელობა შესანიშნავი მაქვს, გამოვდგები სამხედრო სამსახურისთვის, ასე, რომ მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა.

ძალიან სასიამოვნო და პასუხისმგებლიანი მედპერსონალი, რომელიც მუშობს არც თუ ისე კარგ პირობებში. სამხედრო კომისარიატებსა და მათ თანამშრომლებს დაფინანსება უნდა გაეზარდოთ“, - წერს სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა 28 მაისს დაუბრუნა. 29 მაისს კი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა.

 

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.

 

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე