ბიძინა ივანიშვილის ქონება 275 მლნ დოლარით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 14.06.2019
ნანახია: 1331

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 275 მლნ დოლარით გაიზარდა და ამჟამად, 5,27 მლრდ დოლარს შეადგენს. მილიარდერთა რეიტინგში ივანიშვილი 352-ე ადგილს იკავებს.

გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილმა ქონება 1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში რკინის მადნის წარმოებით, ფოლადის საწარმოებით, ბანკებითა და უძრავო ქონების ყიდვა-გაყიდვით დააგროვა. 2003-2006 წლებში მან ქონების ნაწილი გაყიდა და საქართველოს პრემიერ მინისტრი გახდა 2012 წლის ოქტომბერში. ერთ წელიწადში იგი გადადგა თანამდებობიდან.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს მილიარდერი, Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი 117 მლრდ დოლარით ლიდერობს. მას მოსდევს კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი 105 მლრდ დოლარით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე