დავით ბერძენიშვილი: სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთს ეხება და არა საქართველოს

საქართველო, თბილისი - 16:51 | 17.12.2015
ნანახია: 1457

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უნდა მიიღოს.

როგორც ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, ეს რუსეთის გასაკეთებელია და თუ გააკეთებს, თავად უნდა გადაწყვიტოს.

„საქართველოს არ აქვს სავიზო რეჟიმი და რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოდიან. თუ მზად არიან, გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს რუსეთს ეხება და არა საქართველოს“, - დასძინა ბერძენიშვილმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე