გვერდით დავუდგეთ იმ ლგბტ ადამიანებს, რომლებსაც აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან - საქართველოში აშშ-ს საელჩო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით ტრამპის “ტვიტერის“ პოსტს აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 12:45 | 13.06.2019
ნანახია: 735

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 31 მარტის „ტვიტერის“ პოსტს აქვეყნებს.

„ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო.

ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში!“, – წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერში“.

 

US Embassy Tbilisi, Georgia-ს ფოტო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე