ჩვენი შრომის შედეგად ვიმყოფებით ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზე და სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ამერიკის მსგავს მოკავშირეებთან - ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 11:05 | 13.06.2019 ნანახია: 7621991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკა იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი და მოკავშირე და ბოლო 28 წლის განმავლობაში შემუშავებული დემოკრატიის კურსის შედეგად, დამოუკიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მთავარ ფასეულობად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსმტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“კომუნიზმის მარწუხებიდან გათავისუფლების შემდეგ დაუღალავად ვმუშაობთ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე. ეს გულისხმობს ისეთი სასამართლო სიტემის შექმნას, რომელიც გამართულად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებული წარმომადგენლობითი დემოკრატია არსებობს. ამ რეფორმებით საქართველო გახდა მსოფლიოში ბიზნესის საკეთებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ქვეყანა. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, რაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ეკონომიკურ რეგიონულ ცენტრად წარმოგვაჩენს. ჩვენი შრომის შედეგად ვიმყოფებით ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ზღურბლზე და სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ამერიკის მსგავს მეგობრებთან და მოკავშირეებთან. საქართველო არის აშშ-ის ძლიერი სამხედრო მოკავშირე და დემოკრატიის შუქურა გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში. უმაღლეს წონით კატეგორიაში ვასპარეზობთ გლობალურ საკითხებში და ჩვენს საერთო ბრძოლის ველზე. ქართველი სამხედროები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ ავღანეთსა და ერაყში. მახარებს, რომ ამერიკის კონგრესმა ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარა. სულ ახლახან - გასულ თვეში - წარმომადგენლობათა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი გამოსცა. ეს ორპარტიული აქტი რუსეთის აგრესიისგან ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას, სანქციებითა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტებით რუსული ავანტურიზმის დასჯას ისახავს მიზნად”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოში ღვინის დაყენების 8000-წლიან ტრადიციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული ცივილიზაციიდან წარმოიშვა, რითაც თითოეული ქართველი ამაყობს.
“გასულ წელს ჩვენს 4-მილიონიან ქვეყანას 8.5 მილიონი უცხოელი ესტუმრა. საქართველოს სტუმრები ძალიან უყვარს. ეს აღსანიშნავი მიღწევაა და თუ არ ყოფილხართ ჩვენთან, ყველას მოგიწოდებთ, იხილოთ ეს ულამაზესი ქვეყანა და თავად გაეცნოთ ყველაფერს, რასაც სამყაროს ვთავაზობთ. ჩვენ ღია ვართ ბიზნესისთვის. ყველა ქართველი მიესალმება მეწარმე ამერიკელებს, რომლებიც ქვეყნის უზარმაზარშესაძლებლობებს აითვისებენ. შემდეგი ფაქტებით მინდა მოგხიბლოთ - ჩვენთან ახლოს მდებარე რეგიონული ბაზარი წვდომას განიჭებთ 120 მილიონ მომხმარებელზე. უპირატესობების მქონე გეოგრაფიული ადგილმდებარეობის და ბევრი პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გამო, რაც ბიზნესის კეთებას მიმზიდველს ხდის საქართველოში და საქართველოს გავლით, ამერიკულმა ბიზნესწრეებმა შეიძლება სწრაფად მოახერხონ წვდომა ევროპისა და აზიის ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრებზე. ჩემი მოგზაურობა აშშ-ში ამ კვირის განმავლობაში აძლიერებს ჩემს დიდ ოპტიმიზმს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ. საერთო ღირებულებები და ხედვა გვაერთიანებს მშვიდობიანი, უსაფრთხო და კეთილდღეობის მქონე სამყაროსადმი, სადაც ყველანი თავისუფალნი ვიქნებით”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. ღონისძიება აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა