მოსკოვში პოლიციამ საპროტესტო აქცის მონაწილეები დააკავა

საქართველო, თბილისი - 16:40 | 12.06.2019
ნანახია: 713

 

მოსკოვში პოლიციამ  საპროტესტო აქცის მონაწილეები დააკავა.  

აქცია რამდენიმე დღის წინ ვებგვერდ „მედუზას“ ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად დაანონსდა. ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დააკავეს.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ გოლუნოვი გაათავისუფლეს, მის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტს, პოლიციელების წინააღმდეგ კი, რომლებმაც საქმის ფაბრიკაცია მოახდინეს, გამოძიება დაიწყო.

თუმცა მოსკოვში აქციაზე ათასობით ადამიანი მაინც გამოვიდა.

პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის „მედუზის“, Reuters-ის, „კომერსანტისა“ და „დოჟდის“ ჟურნალისტები, ასვე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე