ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს ნოემბრამდე დატოვებს

საქართველო, თბილისი - 16:17 | 12.06.2019
ნანახია: 777

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრობის კანდიდატი კონსერვატიული პარტიიდან ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ნოემბრამდე დატოვებს.

ამის შესახებ მან ლონდონში თავისი პროგრამული სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 „სამი წლისა და ორი გაცდენილი ვადის შემდეგ ვალდებულნი ვართ ევროკავშირი 31 ოქტომბერს დავტოვოთ“, - აღნიშნა ჯონსონმა.

პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არ აპირებს, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი რაიმე შეთანხმების გარეშე დატოვოს. ჯონსონის თქმით, მას სურს ბრიუსელთან მოლაპარაკებებზე უფრო მომგებიანი გარიგება მიიღოს.

ამ მომენტისთვის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ მინისტრის პოსტზე კანდიდატებს შორის ფავორიტად მიიჩნევა.

ჯონსონის გარდა პრემიერ მინისტრობისთვის ასევე იბრძვიან ექს-მინისტრი Brexit-ის საკითხებში დომინიკ რააბი, შს მინისტრი საჯიდ ჯავიდი, ჯანდაცვის მინისტრი მეთიუ ჰენკოკი, თემთა პალატის ექს-ლიდერი ანდრეა ლიდსომი, საერთშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი, გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი, შრომის მინისტრი ესთერ მაქვი და თემთა პალატაში ფინანსთა სამინიტროს წარმომადგენელი მარკ ჰარპერი.

საარჩევნო პროცესი ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება. ამ მომენტამდე პოსტზე დარჩება ტერეზა მეი, რომელმაც პოსტი ოფიციალურად 7 ივნისს დატოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე