ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის დროს დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 12.06.2019
ნანახია: 854

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის დროს დაჭრილი ქალი გარდაიცვალა.

ელზა გამყრელიძეს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული და თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სოფელ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავა. 

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე