რუსეთის ავიაიერიშის შედეგად სირიაში 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები

საქართველო, თბილისი - 14:00 | 12.06.2019
ნანახია: 749

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად სამოქალაქო პირები. ამის შესახებ  Reuters-ი მაშველებზე დაყრდნობით წერს.

მათი ქმით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა Sukhoi-მ ბომბები სოფელ ჯაბალაში ჩამოყარა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.

რუსმა სამხედროებმა ავიაიერიში ასევე მიიტანეს ქალაქებზე ხან-შეიხუნზე, კფარ-ბატიხზე და კიდევ რამდენიმე სოფელზე. მაშველების ცნობით, ამ დასახლებულ პუნქტებში 12 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა.

მაშველებისვე ცნობით, 6 კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ წარმოებული იერიშებს 1500 ადამიანი ემხსვერპლა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი პირია.

ივნისის დასაწყისში უფლბადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა სირია და რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე