ჰონკონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 12.06.2019
ნანახია: 824

ჰონკონგის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. აქციის მონაწილეები ექსტრადიციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

მარავალათასიანი საპროტესტო აქციები ძალებს სულ უფრო და უფრო იკრებს. ქალაქის ქუჩებში აღმართულია აგურისა და ლითონის ბარიკადები.

მედიის ცნობით, პოლიციელებს გამოტანილი აქვთ ტრანსპარანტი წარწერით „შეწყვიტეთ, თორემ ძალას გამოვიყენებთ“.

გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეებს პროტესტის ესკალაციისკენ მოუწოდებენ, თუ საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტის განხილვაზე უარს არ იტყვის. მოწოდებებში არ გამორიცხავენ პარლამენტის შენობის შტურმსაც. ასევე ისმის მოწოდებები ქალაქებში ავტომაგისტრალების გადაკეტვისა და მეტროს გაჩერების შესახებაც.

საპროტესტო აქციებში ძირითადად სტუდენტები მონაწილეობენ. მაღაზიები, საწარმოები და ბანკები დაკეტილია, რადგან თანამშრომლები ქუჩებში არიან გამოსული თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ჰონკონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კერი ლემის გადადგომან და ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვილელებების განხილვის შეჩერებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე