ასეთი ხელისუფლება ამთავრებს საკუთარ მოვღვაწეობას რევოლუციით - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 17:40 | 11.06.2019
ნანახია: 1005

ასეთი ხელისუფლება ამთავრებს საკუთარ მოვღვაწეობას რევოლუციით. დიახაც, რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო ურნებთან, ან საარჩევნო უბნების მიღმა, - განაცხადა დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიამ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა კვლავ პატიმრობაში რჩება.

"იქ სადაც აღარ არსებობს სასამართლო, იქ სადაც გვეუბნებიან, რომ სასამართლოა იქ, რომელსაც მართავს მურუსიძე და ჩინჩალაძე და პარლამენტია, რომელსაც მართავს კობახიძე და შსს-ია, რომელსაც მართავს გახარია და ა.შ. ასეთი ხელისუფლება ამთავრებს საკუთარ მოვღვაწეობას რევოლუციით. დიახაც, რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო ურნებთან, ან საარჩევნო უბნების მიღმა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ზვიად კუპრავა პატიმრობაში რჩება. წესით მოსამართლე დღეს განაჩენზე სათათბიროდ უნდა გასულიყო, მაგრამ პროკურორი პროცესზე არ გამოცხადდა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. შესაბამისად, სასამართლომ დღეს მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა და კუპრავა ისევ პატიმრობაში დატოვა. ზვიად კუპრავას თავდებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები უდგებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე