ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:38 | 11.06.2019
ნანახია: 893

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკისაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე