ავსტრალიელ ქალს Emirates-ს ბორტზე წყალი არ მიუტანეს, რის გამოც ფეხი მოიტეხა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 11.06.2019
ნანახია: 770

ავსტრალიის მკვიდრმა ავიაკომპანია Emirates-ს უჩივლა, ქალის თქმით, თვითმფრინავში მას წყალი არ მიუტანეს, რის გამოც თავი შეუძლოდ იგრძნო, წაიქცა და ფეხი დაიზიანა. იუწყება ადგილობრივი გამოცემა Age.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინციდენტი, რომლის გამოც 54 წლის ქალმა ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატის უმაღლეს სასამართლოს მიმართა, 2015 წელს მოხდა.  თვითმფრინავი მელბურნიდან დუბაიში მიფრინავდა.

ქალის თქმით, თვითმფრინავის აფრენის შემდეგ ერთი საათის განმავლობაში მას მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი შესთავაზეს. მან კიდევ ოთხჯერ მოითხოვა წყალი, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ის საპირფარეშოსკენ გაემართა, თუმცა გზად გონება დაკარგა, წაიქცა და ტერფი დაიზიანა.

როდესაც ქალი ავსტრალიაში დაბრუნდა, მას ტერფის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს. ქალს ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა სამსახურში გასვლა მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეძლო. ქალის თქმით, ინციდენტის გამო ის ჩამოშორდა მეგობრებს და ქორწინებაც დაენგრა.

ქალი ავიაკომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

ავაიკომპანიის ინტერესების დამცველმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის მგზავრებისთვის ბორტზე იყო წყლის შადრევანი, საიდანაც ქალს წყლის დალევა შეეძლო, თუმცა მას ამ შადრევნით არ უსარგებლია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე