ნატო არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს - ჯეიმს აპატურაი

საქართველო, თბილისი - 16:31 | 11.06.2019
ნანახია: 730

"ნატო არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს, რომელიც 9 ივნისს ჩატარდა საქართველოს ცხინვალის რეგიონში" - წერს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში".

"ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ნატო კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერს ჯეიმს აპატურაი.

შეგახსნებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართა. ე.წ. არჩევნებში პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე