რომში ტურისტებს წელს ზემოთ გაშიშვლება და სკამებზე დაძინება ეკრძალებათ

საქართველო, თბილისი - 16:11 | 11.06.2019
ნანახია: 824

რომის ხელისუფლებამ, ტურისტებს ქალაქში წელს ზემოთ გაშიშვლება აუკრძალა. წერს The Independent-ი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იტალიაში  ამგვარად შეეცდებიან ტურისტების უხერხული ქცევის წინააღმდეგ ბრძოლას.

ამის გარდა, ამიერიდან, ასევე აიკრძალება იტალიის დედაქალაქში ხიდებზე „სიყვარულის ბოქლომების“ დამაგრება, შადრევნებიდან წყლის დალევის დროს მასზე ტუჩებით შეხება, ქალაქის შადრევნებში ბანაობა და ტურისტულ ადგილებში ფასტფუდების მირთმევა.

ხელისუფლება ტურისტებს სთხოვს არ გამართონ პიკნიკები საზოგადოებრივ ადგილებში, ხიდებზე დიდხანს არ გაჩერდნენ, ნაგავი არ დაყარონ, ველოსიპედებით არ ისეირნონ, არ დაწვნენ სკამებზე და ნებართვის გარეშე არ იმღერონ ქუჩებში.

 „ძველი წესები განახლდა, რათა თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა რომის მერიის წარმომადგენელმა მარკო კარდილიმ.

წესების დარღვევისთვის 450-დოლარის იდენობის ჯარიმა დაწესდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე