12-13 ივნისს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით

საქართველო, თბილისი - 15:41 | 11.06.2019
ნანახია: 744

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  12-13 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე