გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში „კლდის ვეფხვების ფესტივალი“ გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 11.06.2019
ნანახია: 704

სოფელ ზემო ნიქოზში, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ადგილობრივმა და თბილისიდან ჩასულმა პატარა მეკლდეურებმა მონაწილეობა მიიღეს „კლდის ვეფხვების ფესტივალში.“ გამარჯვებულები როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ და მათ სპეციალური მედლები, დიპოლომები და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია ნიქოზის თემში მეკლდეურობის პოპულარიზაცია, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა.
ფესტივალი ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალის მხარდამჭერები ასევე იყვნენ მაღაზია „მოგზაური“ და შპს „ალტიტუდა“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე