Domino’s-ს კურიერმა პიცა ელისაბედ მეორეს ბუკინგემის სასახლეში მიუტანა

საქართველო, თბილისი - 14:16 | 11.06.2019
ნანახია: 744

დიდ ბრიტანეთში პოლიციამ  Domino’s-ს პიცის დამტარებელი ბუკინგემის სასახლის ჭიშკართან დააკავა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ შეკვეთა დედოფალ ელისაბედ მეორისთვის მიჰქონდა. ამის შესახებ ტაბლოიდი The Mirror-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, კურიერმა ოთხი დიდი პიცა მიუტანა კლიენტს, რომელსაც ელისაბედი ერქვა და ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობდა. ორმა შეირაღებულმა პოლიციელმა პიცერიის თანმშრომელი გააჩერა. ერთ-ერთმა მათგანმა სასახლის მომსახურე პერსონალს დაურეკა, რათა გაერკვია ნამდვილად შეუკვეთა თუ არა დედოფალმა ელისაბედ მეორემ 46 ფუნტი სტერლინგის ღირებულების პროდუქტი.

გაირკვა, რომ კურიერი შეცდომაში თაღლითებმა შეიყვანეს, რომლებმაც ცრუ გამოძახება გააფორმეს. Domino’s-ს წარმომადგენელმა ჟუჟანა კეიზერმა იხუმრა, რომ ყოველთვის ეჭვობდნენ სამეფო ოჯახის ფარულ სიყვარულზე მათი პროდუქციის მიმართ. მან აღნიშნა, რომ სასახლის დაცვამ მათი თანამშრომელი რეზიდენციის ტერიტორიაზე არ შეუშვა, თუმცა პიცამ პოლიციელების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე