„ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, რომ ესენი თქვენ აქ ლექციებს გიკითხავენ - ადა მარშანია

საქართველო, თბილისი - 13:39 | 11.06.2019
ნანახია: 733

არც ერთი ხმა ნაცებს, არც ერთი ხმა ქოცებს, ორივე უნდა წავიდეს პოლიტიკური არენიდან და დაანებეთ თავი საქართველოს, დაანებეთ - ეს განცხადება, "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ გააკეთა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ბრალია, რომ ეს ხალხი დღეს პარლამენტშია.

„მოკლედ, „ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, როგორც იტყვიან ხალხურად, ესენი რომ თქვენ აქ ლექციებს გიკითხავენ. ესე იგი, ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ფაშიზმზე გელაპარაკებათ და კომუნისტურ და ბოლშევიკურ რეჟიმზე გესაუბრებათ თქვენ. ახია თქვენზე. რატომ გყავთ ეს ხალხი პოლიტიკაში, რატომ არის საერთოდ, ჯანდაბას, პოლიტიკაში იყვნენ, პარლამენტში რატომ ზიან ესენი, თქვენი ბრალი არ არის ეს“? – განაცხადა ადა მარშანიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ „ოცნებას“ თავის რიგებში ყავს კომუნისტური პარტიის წევრები, მათ შორის, გია ვოლსკი ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორია

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე