„ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 11.06.2019
ნანახია: 815

„ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორს, ალექსი სიხუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო საავადმყოფოში მსჯელობდა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ალექსი სიხუაშვილის გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გახდა საჭირო.  არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს დაკავების შემდეგ, საკანში სტენოკარდიული შეტევა დაემართა. ბრალდება, ალექსი სიხუაშვილს ერთ-ერთი ტენდერის პირობების შეუსრულებლობას და ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება, რასაც ბრალდებული არ აღიარებს. სიხუაშვილს გამოძიება თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისებას ედავება.

საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე