არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 11.06.2019
ნანახია: 752

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 16 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.

მას ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი პოლიციამ დაზარალებულად ცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახალდაბადებული ბავშვის მამაა.

არასრულწლოვანთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ. მოზარდი და მისი ოჯახის წევრები ახალშობილზე ამ დრომდე უარს აცხადებენ. ბავშვი ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ მართვით სუნთქვაზე რჩება.

პოლიციამ მამაკაცი 10 ივნისს დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე