ავღანეთში „თალიბანის“ ციხეებიდან 50 ტყვე გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 10:57 | 11.06.2019
ნანახია: 659

ავღანელმა სამართალდამცველებმა „თალიბანის“ ციხეებიდან 50 ადამიანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას Tolo News-ი ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, სულ მცირე 34 ადამიანი ბაგლანის პროვინციაში სპეცოპერაციის დროს გაათავისუფლეს. გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არიან 7 პოლიციელი, 7 სამხედრო, უსაფრთხოების სამსახურის 3 თანამშრომელი და 17 მშვიდობიანი მოქალაქე.

13 ადამიანი თალიბების ციხიდან კუნდუზის პროვინციაში გაათავისუფლეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე