მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გერმანიის საელჩოს მიერ ინიცირებული პროფესიული განათლების განვითარების სხდომების მუშაობაში ჩაერთვება

საქართველო, თბილისი - 15:10 | 17.12.2015
ნანახია: 1529

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გერმანიის საელჩოს ინიციატივით, პროფესიული განათლების განვითარების სხდომას უმასპინძლა, რომელშიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე გერმანული კომპანიების წარმომადგენლები, პროფესიული განათლების გერმანელი ექსპერტები და სხვადასხვა გერმანული პროექტების ავტორები მონაწილეობდნენ.

გერმანიის საელჩოს ინიციატივით მიმდინარე ყოველთვიური სხდომები მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე ექსპერტული ინფორმაციის გაცვლას და თანამშრომლობას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პირველად გაიმართა და გადაწყდა, რომ პროფესიული განათლების განვითარებაში  პროფესიული განათლების მასწავლებლის განუსაზღვრელად დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მომდევნო სხდომებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სრულუფლებიანი მონაწილის სტატუსით ჩაერთვება.  

გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის, ქალბატონი კატარინა დერკორნის თქმით, საელჩო და გერმანული კომპანიები მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას.

მასწავლებელთა მომზადებისა და განვითარების საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა გაეროდ განვითარების პროგრამამ(UNDP), ასევე, თანამშრომლობა შედგება CARITAS Georgia-სთან, რომლის ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლები გადამზადდებიან შინმოვლის მოდულის მიხედვით. მოდული მომზადებულია გერმანელი ექსპერტების მიერ.

სხდომაში აგრეთვემონაწილეობდა  საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობსროგორც გერმანიის საელჩოსთან, ისე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე