Qartli.ge-ს ჟურნალისტი პოლიციელებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 16:35 | 10.06.2019
ნანახია: 686

Qartli.ge-სჟურნალისტი, საბა წიწიკაშვილი პოლიციელებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. შემთხვევა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ავტოსაგზაო შემთხვევის გადაღებას ცდილობდა. ავტომობილი, რომელიც მაგისტრალზე ამოტრიალდა კი საპატრულო ეკიპაჟს ეკუთვნოდა. 

წიწაკიშვილი ჰყვება, რომ მას ათამდე სამართალდამცველი დაესხა თავს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეო მასალა არსებობს. ის შსს-ს გენ ინსპექციას უკვე გაეგზავნა.  

ფაქტის შესწავლაში ჩაერთო "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია". მომხდარ ფაქტს შეისწავლის სახალხო დამცველიც.

Qartli.ge-ს ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე