ლევან როსტოშვილი (როსტო) პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:03 | 10.06.2019
ნანახია: 975

ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მაშინ ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს კი 5 წელი მი­უ­სა­ჯეს. 2017 წელს კი გავრცელდა ცნობა, რომ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გააფორმა ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილთან და მსახიობ ლაშა კურტანიძესთან, რის შედეგადაც მათ სასჯელები შეუმცირდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე