შსს მთაწმინდის მე-14 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 15:42 | 10.06.2019
ნანახია: 750

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში 10 ივნისს დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

ამ ეტაპზე დგინდება, რომ 9 ივნისს, თბილისში, ჯამბულის ქუჩაზე მდებარე N14 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე 1986 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ იგი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა მოქალაქეებს.

ამ ეტაპზე, პოლიციის მიერ აღნიშნული ფაქტის შესწავლით, არ დგინდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

მიმდინარეობს ინციდენტის შემსწრე პირთა გამოკითხვები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე