10 დაღუპული და 51 დაშავებული - ბრაზილიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 10.06.2019
ნანახია: 696

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 51დაშავდა ბრაზილიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გავრცელებული ცნობით, ავარია ტურისტულ ავტობუსს შეემთხვეა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სან-პაულუს შტატში ავტობუსი 5 ავტომობილს და ერთ მოტოციკლს დაეჯახა შემდეგ კი გადაბრუნდა.

Globo-ს ცნობით, ავტობუსი ქალაქ კუბატანში ექკურსიიდან ბრუნდებოდა. ავტობუსში სულ 30 მგზავრი იმყოფებოდა.

ავარიის მიზეზი უცნობია. თვითმხილველთა ცნობით, ავტობუსის მძღოლმა მართვა დაკარგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე