თინათინ ხიდაშელი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 17.12.2015
ნანახია: 1650

„გამორჩეულად საინტერესო, მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული“ - ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგასთან შეხვედრას. თინათინ ხიდაშელისა და ისმეთ ილმაზის შეხვედრა სტამბოლში, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე შედგა.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე გაამახვილეს. თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ქართულ მხარეს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შევთანხმდით, რომ დადგა დრო, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფაზაში გადავიდეს“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გადაწყდა, რომ საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე