სახელმწიფო არასოდეს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დამაზიანებელი იქნება - ნათია თურნავა
საქართველო, თბილისი - 14:22 | 07.06.2019 ნანახია: 896„ბოლო დროს ვისმენდით სხვადასხვა მოსაზრებებს სპეკულაციებს ამ საკითხზე, ამიტომ ცალსახად მინდა ვთქვა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის. და ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ, ეს არ არის მხოლოდ დეკლარირება. ამას ვადასტურებთ საქმით იმ დონეზე, რა დონეზეც არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფოს მხარდაჭერა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. ჩვენ დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენს ლოგისტიკურ სისტემას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ანაკლია ამოქმედდეს და ამ ღრმაწყლოვანმა პორტმა შეძლოს ოპერირება და ტვირთების მიღება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მინისტრმა პარლამენტარებს შეახსენა ის მხარდაჭერა, რომელსაც ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანია იღებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. „ეს არის 100 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს; ეს არის 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია უკვე და ეს არ არის დაპირება, ეს არის კონკრეტული ვალდებულება; ეს არის მოქნილი ვადები - პირველი ვადა ანაკლიის კონსორციუმთან შეთანხმებული სამუშაოების დაწყების და ე.წ. ფინანსური დახურვის მიღწევის, იყო 2017 წლის ზაფხული. ამის შემდეგ სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა მისი გადავადება, შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ განვიხილავთ ფინანსური შეკვრის და დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორის 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო", - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში განიხილავს ნებისმიერ სხვა ინიციატივას ალტერნატიული საპორტო განვითარების შესახებ. „შესაბამისად არანაირი წინაღობა ანაკლიის პროექტის განხორციელებას არ ექნება. სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიისთვის დამაზიანებელი იქნება", - აღნიშნა მან.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა