„ვამზადებთ აპლიკაციას იმისათვის, რომ 2020 წელს თბილისს მიენიჭოს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი“ - დავით ნარმანია

საქართველო, თბილისი - 14:49 | 17.12.2015
ნანახია: 1494

თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან და ააიპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელ ალუდა გოგლიჩიძესთან ერთად მერიის მუნიციპალიტეტის ააიპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ გამართულ პირველ ახალგაზრდულ კონფერენციას დაესწრო. „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ 2017 წლის თებერვალში განაცხადის გაკეთებას გეგმავს, რათა 2020 წელს თბილისმა ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვება შეძლოს.

აღნიშნული სტატუსი ევროპულ ქალაქებს ერთი წლის ვადით გადაეცემა და ამით ეძლევათ შანსი, წარმოაჩინონ  ქალაქი ევროპის მასშტაბით, წლის განმავლობაში ორგანიზებაგაუწიონ ადგილობრივ და ევროპულ ახალგაზრდულ აქტივობებს, ხელი შეუწყონ ქალაქის სოციალური, ეკონომოკური და კულტურული განვითარების პროცესს და შესაბამისად წარმოაჩინონ  სტატუსის მქონე ქალაქი, როგორც ევროპის ღირსეული ნაწილი, რომელიც ზრუნავს ადგილობრივ და ევროპულ დონეზე ახალგაზრდების განვითარებასა და მათი პოტენციალის რეალიზებაზე.

სტატუსის მოპოვება სისტემური და გრძელვადიანი პროცესია, რომელშიცგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობისა დაახალგაზრდებისაქტიური მონაწილეობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული პრიორიტეტების შემუშავებადა მხარდაჭერა.დავით ნარმანიას განცხადებით,პროექტის „თბილისი - ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი 2020“დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ახალგაზრდული ორგანიზაციების დაახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენელთამხარდაჭერის მოპოვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისი  ახალგაზრდული თვალსაზრისით იყოს უფრო მეტად აქტიური, იყოს უფრო მეტად ცოცხალი, სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ბევრ საინტერესო პროექტს და პროგრამას ახორციელებს, თუმცა, აქ არ ვჩერდებით და ვამზადებთ აპლიკაციას იმისათვის, რომ 2020 წელს თბილისს მიენიჭოს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი. ამ მიზნით, 2016 წლის განმავლობაში, ბევრი სხვადასხვა სახის მოსამზადებელი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი, რათა 2017 წლის გაზაფხულზე შესაბამისი განაცხადი წარვადგინოთ და 2020 წლისთვის მივიღოთ ისეთი ქალაქი, სადაც ძალიან ბევრი ევროპული სტილის ახალგაზრდული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება. ჩვენ რამდენიმე პროექტი უკვე დავიწყეთ, მათ შორის არის თბილისში ევროპული ტიპის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სხვადასხვა სახის ევროპული მასშტაბის ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარება და სხვა. ეს ყველაფერი იქნება საკმაოდ კარგი ბაზისი, რათა 2017-ში უფრო თავისუფლად და თამამად გავაკეთოთ განაცხადი სტატუსის მოპოვებაზე“,  - აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი პირველად 2009 წელს როტერდამს(ნიდერლანდები)გადაეცა. მომდევნო წლებში კი დამკვიდრდა პოლიტიკა, რომელიც ევროპისყველა ქალაქს შესაძლებლობას აძლევს გააკეთოს განაცხადი სტატუსის მოპოვების შესახებ. შემდგომ წლებში, ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსით სარგებლობდნენ: ტორინო(იტალია) 2010 წელს, ანტვერპენი (ბელგია) 2011 წელს, ბრაგა (პორტუგალია) 2012 წელს,მარიბორი (სლოვენია) 2013 წელს, თესალონიკი (საბერძნეთი) 2014 წელს. კლუჟ-ნაპოკა(რუმინეთი) კი, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქია. 2016 წელს  ევროპისახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი განჯას (აზერბაიჯანი), ხოლო 2017 წელს ვარნას(ბულგარეთი) გადაეცემა.  2018 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მფლობელი ქალაქი კაშკაიში (პორტუგალია) იქნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე