შემოსავლების სამსახურსა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციასა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 17.12.2015
ნანახია: 1646

დღეს, სასტუმრო „რუმს თბილისში“, შემოსავლების სამსახურს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციასა (ნია) და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს შორის, ხელი მოეწერა ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

მემორანდუმი, რომელიც ნავთობპროდუქტების სფეროში ევროკავშირის სტანდარტის დამკვიდრების მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ძალისხმევას გააერთიანებს,  ხელს შეუწყობს,  როგორც ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას, ასევე დაიცავს  მომხმარებელთა ინტერესებს და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკოლოგიურ გარემოს. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და სახელმწიფომ  უკეთესი გარემოს შესაქმნელად,ერთობლივი,ქმედითი ნაბიჯებიგადადგან. 

შემოსავლების სამსახურის მხრიდან მემორანდუმს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის მხრიდან, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კოტრიკაძემ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მხრიდან კავშირის თავმჯდომარემ  ვანო მთვრალაშვილმა მოაწერეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე