ადვოკატის თქმით, სამხარაულის ბიურომ გასცა დასკვნა, რომ, 10 ბავშვიდან 4 იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, 6 კი - იური სუსლიაკის

საქართველო, თბილისი - 17:17 | 05.06.2019
ნანახია: 804

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 37 წლის იულია სუსლიაკის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა. სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა სასამართლოსგან მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს. ზურაბ თოდუამ შესაბამისი შუამდგომლობა უკვე შეიტანა. 

ადვოკატის განცახდებით, სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, 10 ბავშვიდან ოთხი იური და იულია სუსლიაკების საერთო შვილია, ექვსი კი – იური სუსლიაკის.

„ვფიქრობ, სასამართლო დღეს მაინც იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი და დაიკავებს იმ პოზიციას, რასაც ევროპული სასამართლო უნდა აკეთებდეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, რასაც ამბობდა ჩვენებაში, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვის ბიოლოგიური მამა არის იური სუსლიაკი, ეს ბავშვები და-ძმანი არიან. ანუ არავითარი ყიდვა-გაყიდვა არ მომხდარა.

გამოძიება უნდა დაიწყოს იმ პროკურორის მიმართ, რომელმაც ეს სისულელე მოიგონა. 22 მაისს, კიევში გამგზავრებამდე მე შევიტანე გენერალური პროკურორის სახელზე სათანადო საჩივარი იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, გენერალურ პროკურატურაში, შსს-ში და სასამართლოში იყვნენ თანამდებობის პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ საქმის გამამტყუნებელი განაჩენით, რომ შემდეგში თვითონ გადაწყვიტონ ბავშვების ბედი“, – განაცხადა ადვოკატმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე