ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:19 | 05.06.2019
ნანახია: 661

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის დირექტორი სულიკო ბლადაძე ქობულეთის მერმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, შესწავლილი იქნება ქობულეთის სანდასუფთავებაში გაფორმებული ყველა შრომითი ხელშეკრულება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სულიკო ბლადაძემ სამსახურში ძმა და ცოლისძმა დაასაქმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე