ახმეტაში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 05.06.2019
ნანახია: 647

 

ახმეტაში საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი კი  პროცესის ჩაშლა ადგილზე სოფელ ქვემო ალვანის მოსახლეობის მისვლა გახდა. ადგილობრივები, რომლებიც, თითქმის, ერთი თვეა, თუშეთის გზის გახსნას მოითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, ხელისუფლება შექმნილი პრობლემით არ ინტერესდება და მათ მოთხოვნას, რომ თუშეთის 56-ე კილომეტრზე გზაზე გადმოსული ტბა, ნაწილობრივ, დაიცალოს, არ ითვალისწინებს.

მათივე თქმით, ამის გამო ტურისტული სეზონი, თითქმის, ჩავარდნილია და საქონლის გადაყვანა სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში უწევთ.

საკრებულოს თავმჯდომარის თამარ ყეინიშვილის განცხადებით, რომ თუშების მოთხოვნის შესაბამისად, საგზაო დეპარტამენტისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელები თუშეთში იმყოფებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე