დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 05.06.2019
ნანახია: 856

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით.

მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით 4 ივნისს დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე