ჩინეთში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატა - SRCIC შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 17.12.2015
ნანახია: 1704

ჩინეთში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატა - SRCIC შეიქმნა. პალატის ინაგურაციის ცერემონია გაიმართა 10 დეკემბერს ჰონკონგში უკვე გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჰონკონგის მმართველმა ლიუნგ ჩან-ინმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესის და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები.

SRCIC –ს უხელმძღვანელებს ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, კომპანია Tangwest Market Group - ის თავმჯდომარე ლუ ჯიანჟონგი.

აზია-წყნარი ოკეანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი არჩეულია  SRCIC – ის თავმჯდომარის მოადგილედ.

ახალი პალატა ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნების ბიზნეს კომპანიების, ასოციაციების და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობას.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მჭიდროდ ითანამშრომლებს  აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან.

პალატის სათაო ოფისი ჰონკონგში განთავსდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე